Google+

სიახლეები

27.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ახალი სამკერვალო ფაბრიკა და წყლის გამწმენდი  ნაგებობა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში, სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის, ცნობილი ბრენდის „ადიდასის“ ფაბრიკა გახსნა, სადაც 350-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. მათ შორის არიან ის დევნილებიც, რომლებიც ბენზეში მათთვის აშენებულ ახალ უბანში ცხოვრობენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის საწარმოების გახსნა მნიშვნელოვანია იმით, რომ რეგიონში თითქმის მთლიანად ხსნის დასაქმების პრობლემას. ახალ ფაბრიკაში შეკერილი სპორტული პროდუქცია წარწერით „დამზადებულია საქართველოში“ ევროპის ბაზრებზე გაიყიდება. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, თურქი ინვესტორი, რომელმაც წარმოებაში ორ მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია დააბანდა, საწარმოს გაფრთოებას გეგმავს. ახალი შენობა მთლიანად დაახლოებით, 2 თვეში აღიჭურვება და კიდევ, დამატებითი, 350 ადამიანს დაასაქმებს. 

“ყველაფერი - ნებისმიერი არჩევნები და საარჩევნო კამპანია, მათ შორის მგზნებარე გამოსვლები - მეათეხარისხოვანია საწარმოების გახსნასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან შედარებით. მთავარია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა საწარმოს დათვალიერებისას. 
ამავე ინვესტორის მიერ 3 წლის  წინ გახსნილ ფაბრიკაში 700 ადამიანია დასაქმებული, რომლის შეკერილი სპორტული ფორმებით ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული ნაკრები ასპარეზობდა. 
ამ ეტაპზე საწარმოს უკვე მიღებული აქვს შეკვეთა თურქეთის წამყვანი საფეხბურთო  კლუბისგან  „გალათასარაი“. 
2-3 წელიწადში აჭარაში კიდევ რამდენიმე ახალი საწარმოს გახსნა იგეგმება, რომლებიც, სავარაუდოდ, ათი ათასამდე ახალი სამუშო ადგილის შექმნა იგეგმება. 
ახალ ფაბრიკას საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად სტუმრობდა. 
დღესვე პრეზიდენტი სარფშიც იმყოფებოდა, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარს ესტუმრა. ქვეყნის პირველმა პირმა ახლადგახსნილი ეკლესია დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ადლიის წყალანირების ახალი გამწმენდი  შენობა-ნაგეგობა დაათვალიერა, რომელიც ზღვაში ჩამდინარე და ტექნიკური წყლების მექანიკურ და ბიოლოგიურ წმენდას მოახდენს. ახალი თანამედროვე გამწმენდი სისტემა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რომელიც შავ ზღვას დაბინძურებისგან დაიცავს. შენობა სახელმწიფოს მიერ გერმანული კრედიტით, თურქულ-გერმანული კორსოციუმის მიერ აშენდა. მშენებლობის პროცესში 120-მდე ადამიანი დასაქმდა, ამ დროისთვის კი 15-მდე ადგილობრივი მუშობს.
პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებასაც მიმართა, ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტო საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია. მიხეილ სააკაშვილი ბათუმის განვითარების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს ქალაქი უკვე არის როგორც ტურისტული, ისე საგანმანათლებლო, ფინანსური და კულტურული ცენტრი.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)