Google+

სიახლეები

26.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში პროფესიული კოლეჯი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული კოლეჯი გახსნა, რომელიც მისივე ინიციატივითვე აშენდა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალ სასწავლო დაწესებულებაში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ პროფესიული ცენტრის ფუნქციონირებას თავადვე გაუწევს კოორდინირებას. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მართალია, თანასწორობის იდეა, რომელიც ამ მთავრობის მონაპოვარია, დღეს ბევრს აღიზიანებს, მაგრამ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება წარსულში, როდესაც ყველაფერი ერთ ქუჩაზე წყდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ეს კეთდება, რათა ხალხს ჰქონდეს პერსპექტივა. სამუშაო ადგილითა და  ჯანდაცვით უზრუნველყოფილი ადამიანის სოციალური პრობლემები კი, მისი თქმით, უკან იწევს - ხელისუფლების უმთავრესი მიზანი კი,  სწორედ ისაა შექმნას სისტემა, რომელშიც ადამიანი ფასდება შრომის, სწავლის, განათლებისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულით და არა ფულის მიხედვით ან იმით, თუ რომელი კრიმინილარული ავტორიტეტი უდგას უკან.

„ფილოსოფია იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მიდის იმის მიღმა, რასაც წარმოადგენს ეს ცენტრი. თქვენ იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ყველაფერს წყვეტდა ერთი და იგივე რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობდნენ ერთ ქუჩაზე, ერთ სამეზობლოში და ისინი წყვეტდნენ ყველაფერს. მარტო მათ ჰქონდათ მაღალანაზღაურებადი სამსახური, მარტო მათ ჰქონდა თანამდებობა, მარტო იქ იყო ძირითადი სასწავლებლები და სამედიცინო დაწესებულებები და მარტო მათ მიუწვდებოდათ ხელი ხარისხიან ჯანდაცვაზე... აი, ეს იყო „მათი“ საქართველოს ფილოსოფია და ამის აღდგენას ცდილობენ დღეს. ამიტომაც აღიზიანებთ ჩვენი თანასწორობის იდეა. ჩვენი იდეა არის ის, რომ ყველა რეგიონი თანასწორია, საქართველოში აღარ არსებობს პირველი, მეორე და მესამეხარისხიანი უბნები“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ახალი პროფესიული კოლეჯი საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი, გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი დასაქმებისთვის ხელშეწყობაა. 

აქ სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ტექნიკური დარგების მიმართულებით ისეთ მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ, როგორიცაა: მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, ელექტრიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ბუღალტერი  და სხვ.  კოლეჯში პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.

კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, შენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)