Google+

სიახლეები

25.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეის სესიის პარალელურად შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, ასევე სხვადასხვა  სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებთან გამართა. საუბრის მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განხორციელებული რეფორმები და მოახლოებული არჩევნები იყო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპელმა  პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ღიად გამოხატეს არსებული კურსისადმი მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. ქვეყნის პირველმა პირმა ევროკავშირის პრეზიდენთან ჰერმან ვან რომპეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს  შორის მიღწეული მოლაპარაკების შედეგად, ქვეყნის მოქალაქეებს უახლოეს მომავალში  ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება, მეწარმეებს და ფერმერებს კი  საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ბაჟის გარეშე შეეძლეებათ.

,,ევროპელ პარტნიორებთან გამართული მოლაპარაკებები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სულ მალე ხელი მოეწერება შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ჩვენს მოქალაქეებს კი შესაძლებლობა მიეცემათ ევროპის მიმართულებით უვიზოდ იმოგზაურონ და ისარგებლონ ახალი აეროპორტებითა და სარკინიგზო მაგისტრალით, რომელიც ახალქალაქში წლის დამლევს გაიხსნება. ასევე ხელს ვაწერთ ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულებას და გავაფორმებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმებას. ეს  ჩვენს მწარმოებლებსა და ფერმერებს საშუალებას მისცემს ყოველგვარი ბაჟის გარეშე გაიტანონ პროდუქცია ევროპულ ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ასიათასობით ახალი სამუშო ადგილის შექმნას. თუმცა, ყოველივე ეს მომავალ კვირას, საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება, რადგან ყველა ჩვენი პარტნიორისთვის ნათელია, რომ თუ ეს კურსი შეიცვლება ან პრობლემები შეექმნება, ყველაფერს ქარი წაიღებს. ის, რომ რამდენიმე უღირსმა და  საეჭვო ადამიანმა სხვადასხვა უწყებებში დანაშაული  ჩაიდინა, არ უნდა გახდეს ჩვენი მტრის გეგმების შესრულების საბაბი. ჩვენი მტრის გეგმები კი საქართველოს იზოლაციაა, ჩვენი ქვეყნის დაბრუნება  წარსულში, ორგანიზებულ დანაშაულისა და კრიმინალის პირობებში, ასევე  რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, ევროპის  ჩამოშორება  და ის, რომ საბოლოოდ დავკარგოთ ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა. ამაზე  თითოეული ქართველი უნდა დაფიქრდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნიუ-იორკში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილმა პირისპირ შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან ბრონისლავ კომაროვსკისთან და დომენიკის რესპუბლიკის პირველ პირთან დანილა მედინა სანჩესთან. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობა, რეგიონალური უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. მხარეები ასევე შეეხნენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, კერძოდ, ჩრდილოეთ მეზობლისგან მომდინარე საფრთხეებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით მოიპოვოს სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

"რუსეთის ფედერაცია ძალიან ცუდად და აქტიურად აფათურებს ხელს, რათა ყველა მეთოდის გამოყენებით მოიპოვოს აფზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ლავროვი აქ სპეციალურად, ამ მანდატით იმყოფება - რუსეთი ასობით მილიონს იხდიდა ჩვენი ოკუპირებული მიწების აღიარებაში. არ ვაპირებთ, რომ მათ ბურთი და მოედანი დავუთმოთ და ისევ მიაღწიონ მიზანს, რომლის მცდელობაც ერთხელ უკვე ძალზე წარმატებულად ჩავუშალეთ - მათ პატარა სახელმწიფოების მოსყიდვა სურდათ, მაგრამ ბოლოს ნაურუსა და ტუვალოს ამარა დარჩნენ. ამ მხრივ, ჩვენი დიპლომატია იყო ძალიან წარმატებული და ნიუ-იორკში ჩამოსვლა ჩვენთვის ძალზე სასარგებლო იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

დომენიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებული რეფორმებითაც დაინტერესდა. მისივე ინიციატივით, ამ რეფორმების ადგილზე გაცნობის მიზნით, დომენიკის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან. ამავე შეხვედრის ფარგლებში,  დანილა მედინა სანჩესმა საქართველოსთან ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სურვილიც გამოხატა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)