Google+

სიახლეები

22.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ურეკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა ურეკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ის პრობლემები, რომლებიც წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემებს, ცუდ გზას, სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას უკავშირდება და ათწლეულების განმავლობაში იყო მოუგვარებელი, უახლოეს პერიოდში გადაიჭრება. მოსახლეობასთან შეხვედრისას, პრეზიდენმა გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურიას უკვე აქვს საუკეთესო მთის და საზღვაო კურორტები ბახმაროსა და ურეკის სახით. მიხეილ სააკაშვილი ურეკის ახლადგახსნილ ბულვარზეც იმყოფებოდა, სადაც კურორტის დამსვენებლებსაც შეხვდა.

„აქ იმისათვის მოვედი, რომ შესრულებული სამუშაო ჩავიბარო. მომავალ წელს 2-ჯერ მეტი რამ იქნება გაკეთებული. ბულვარი ძალიან კარგი და ლამაზი გამოვიდა. ბოლომდე უნდა გავიდეთ და კიდევ უნდა დაგრძელდეს, მაგრამ ჯერ მილები უნდა გამოიცვალოს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ურეკში ძალიან მძიმე ვითარება იყო. კურორტის მთავარი პრობლემები -  მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, უგზოობა, უშუქობა და მოუწყობელი სანაპირო, მომავალ წელს მთლიანად გადაიჭრება. აქ ბევრი ბიზნესი უნდა გაიხსნას. გურულებმა თავად უნდა წამოიწყონ საქმე და უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. ამ მხარეში საუკეთესო ადგილია ბახმაროც, რომელიც კიდევ უფრო უკეთესი გახდება მომავალ წელს. იმედია, აეროპორტის მშენებლობასაც დავიწყებთ და მთისა და ზღვის არაჩვეულებრივი კურორტებით, საუცხოო ადგილი იქნება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ურეკის ათას 800 მეტრის სიგრძის სანაპირო ზოლზე,  800 მეტრამდე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის მიხედვით, დასრულდა ბულვარის ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები და სრულად მოეწყო ინფრასტრუქტურა. აშენდა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ველობილიკი. ურეკის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 200-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

ამას გარდა, დაგეგმილია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, აშენდება სათაო გამწმენდი ნაგებობა და გამოიცვლება საკანალიზაციო ქსელი. პროექტის განხორციელებისას, 500-მდე ადამიანი დასაქმდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)