Google+

სიახლეები

26.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის ზონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა

სტიქიის ზონაში საქართველოს პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა. კუდღელაურის, შალაურის, ნასამხრალისა და კისისხევის მცხოვრებლებს მიხეილ სააკაშვილი  დახმარებასა და  დაზიანებული სახლების აღდგენას დაპირდა. ქვეყნის პირველმა პირმა სოფლებში შექმნილი პრობლემების შესახებ ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არც ერთ ადამიანს გაჭირვებაში არ მიატოვებს და ყველაფერს გააკეთებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს გააცნო, სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებისთვის ერთი წლის გადასახადის მოხსნას ითვალისწინებს.

„ეს არის პირველი ეტაპი. სოფლებს მივყვებით და ყველა დაზარალებულებულის სახლებს უმაღლეს დონეზე გავაკეთებთ. კომუნიკაციები ყველა მიწის ქვეშ გავა, სრულიად ახალ სისტემას ვქმნით, მაგრამ ამას გარდა სოფლის მეურნეობის მხრივ დაგეხმარებით. ჩვენ გაჩვენებთ თუ რას ნიშნავს მხარში დგომა. გუშინ პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ვინც დაზარალდა, ყველა მიიღებს კომპენსაციებს, რომლის დარიგება უახლოეს დღეებში დაიწყება. რაც შეეხება სწავლის გადასახადს, იმ სტუდენტებს, რომლებიც სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებიდან არიან, წელს მთლიანად მოვუხსნით სწავლის გადასახადს. კრედიტები გავყინეთ და ვიმუშავებთ, რომ მომავალ წელს ეს კრედიტები არავის არ დააწვეს მძიმე ტვირთად.  გადავწყვიტეთ და ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომ ეს მხარე სანიმუშო გახდეს არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელ კავკასიასა და ევროპაში. მთავარი ის არის, რომ ხალხი გამოვიყვანოთ გაჭირვებიდან, დანარჩენს - იქნება ეს სახურავების შეკეთება თუ სახლების გამაგრება, აუცილებლად მოვუვლით. ყველა კახურ სოფელს, დასეტყვილს და დაუსეტყვავს, ნაწვიმარს თუ არანაწვიმარს, ყველას უნდა მივხედოთ. ეს ასეც იქნება! ამას გულწრფელად გპირდებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გზად იმ ჯარისკაცებსაც შეხვდა, რომლებიც მოსახლეობას სტიქიის პირველი დღიდან ეხმარებიან. თავდაუზოგავი შრომისთვის და მოსახლეობის დახმარებისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მათ მადლობა გადაუხადა და

„ძალიან მადლობელი ვარ, ბიჭებო, თქვენით. დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობთ და ხალხს იმედს აძლევთ. ასეთი უბედურება არასდროს არ დაგვტყდომია თავს. მთავარია, რომ საქმე მუდმივად კეთდებოდეს დ სულ მოქმედებაში იყოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)