Google+

სიახლეები

21.07.2012
საქართველოს პრეზიდენი სტიქიით დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი კახეთში გურჯაანისა და თელავის რაიონის სოფლებში - შაშიანში, კალაურში, ვაჩნაძიანში და ბანთაში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სტიქიის შედეგების დასაძლევად დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ბრიგადები მთელი საქართველოს მასშტაბით არის მობილიზებული. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობას უკვე ეხმარებიან სურსათით და მიმდინარეობს სახლების გადახურვის პროცესი. სამშაბათს კი გაიმართება პარლამენტის სხდომა, რომელზეც კომპენსაციების საკითხს განიხილავენ. კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ისაუბრა, იყო ის, რომ სტიქიით დაზარალებულ სტუდენტებს, სწავლის საფასურის გადახდა გადაუვადდებათ.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის სოლიდარობა. ბრიგადები მთელი საქართველოდან ჩამოვიდა: ლანჩხუთიდან, აჭარიდან, თბილისიდან, რუსთავიდან, იმერეთიდან. ახლა სამეგრელოდან მოდის ხალხი. საითაც გაიხედავ, ყველგან სამუშაო ფრონტია გაშლილი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრისას



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)