Google+

სიახლეები

29.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი დღეს წალენჯიხის რაიონში ჩავიდა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა პირადად მოინახულა. პრეზიდენტი სტიქიით დაზარებული თითოეული ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მთავარია მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას და საჭიროების შემთხვევაში მათი ევაკუაცია დროულად განხორციელდეს. პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს მიყენებული ზარალის დათვლა, მოსახლეობისთვის დროული დახმარების გაწევა და წყალდიდობის გამო დაზიანებული კომუნიკაციებისა და გზების აღდგენა დაავალა.

„პირველ რიგში საჭიროა სტიქიის შედეგად წაღებული ხიდების აღდგენა. ყველა ეზოში უნდა მოსწორდეს მიწა და აღდგეს ღობეები. საჭიროა ზარალის დათვლა და  დაზარალებულთა სიის შედგენა“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა

დღესვე ქვეყნის პირველი პირი სოფელ ობუჯში ნანა ქუთელიას ოჯახს ესტუმრა და მათ დახმარებას დაპირდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საერთოდ უსახლკაროთ დარჩა, გაუნადგურდათ საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული კომპენსაციები დაურიგდებათ.

საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხაში ბაქოდან ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევის სპეციალური მოწვევით "Crans Montana" ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. მან სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტი მოულოდნელად შეწყვიტა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)