Google+

სიახლეები

27.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პირადი მოწვევით,  ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშობაში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ევროპელი ლიდერები,  სახელმწიფო მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებიან. სამიტის მთავარი თემა   ევროპული ღირებულებები და ის საერთო მისწრაფებებია, რომელიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს. დელეგატები ტრადიციულად ევროკავშირის ყრილობის  წინ იკრიბებიან და ყველა იმ პრიორიტეტულ საკითხზე მსჯელობენ, რომლის განხილვაც  ევროკავშირის სხდომის ფარგლებშია დაგეგმილი. 

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს. ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან ვილფრედ მარტენსთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ქეთრინ ეშტონთან და ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესთან, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა ბრუსელში 28 ივნის გაიმართება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)