Google+

სიახლეები

26.06.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივების შესახებ ისაუბრა. მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა პროგრამაზე "გაზი ყველა სოფელს", რომლის განხორციელებაც საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

"საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ამავე სფეროში მოქმედ კერძო კომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ყველა სოფლის გაზიფიცირებას. უკვე მიმდინარეობს გაზიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სოფლად მცხოვრებ თითოეულ ოჯახს შესაძლებლობა მიეცემა ბუნებრივი აირის სისტემის დამონატაჟების საფასური ეტაპობრივად დაფარონ. მათთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, დაახლოებით, იმდენივე იქნება, რამდენსაც ისინი თხევადი გაზის შესაძენად ხარჯავდნენ და ეს თანხა 25-30 ლარს არ აღემატება", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა კიდევ ერთი ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც სხვადასხვა მედიასაშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, წინასაარჩევნოდ, შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები შეიქმნება. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, რომ უმოკლეს ვადაში განიხილონ და დაამტკიცონ ეს ინიციატივა.

ბრიფინგის მიმდინარეობისას, მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის მიმდინარე ვიზიტების შესახებაც ისაუბრა.

"დღეს დაიწყო პრეზიდენტის ვიზიტი სტამბოლში, სადაც იგი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს ესწრება. სამიტის გარდა დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან. პირისპირ შეხვედრა გაიმართება მის თურქ კოლეგასთან, აბდულა გიულთან. 28 ივნისის ჩათვლით კი საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში განაგრძობს ვიზიტს, სადაც იგი ევროპის სახახლო პარტიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში საკმაოდ დატვირთული იქნება. ჩანიშნულია შეხვედრები ევროკავშირისა და ევროპრლამენტის ხელმძღვანელებთან. მიხეილ სააკაშვილი შეხვდება ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს, ევროკომისარს ორგანიზაციის გაფართოების საკითხებში, ევროკომისარს განვითარების საკითხებში, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში და ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ბრიფინგის დასასრულს, მანანა მანჯგალაძემ თვის დამლევს დაგეგმილი კიდევ ერთი ვიზიტიც დააანონსა, რომელიც 29 ივნისს ბაქოში გაიმართება. აზერბაიჯანში დაგეგმილია ეკონომიკური ფორუმი. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)