Google+

სიახლეები

23.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი გურიას ესტუმრა და კურორტ ბახმაროს განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბახმაროს, როგორც კურორტის მნიშვნელობაზე და მის პოტენციალზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე. პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრეზიდენტმა გუბერნატორისგან პირადად მიიღო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რეგიონს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მხრივ. ქვეყნის პირველმა პირმა რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მალე ბახმარო საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდება.

„ბახმაროში ძალიან კარგი კლიმატია და ბავშვებისთვის სასარგებლო ჰავაა. ბახმაროში შიდა გზები კეთდება, ასევე ჩოხატაურთან დამაკავშირებელი გზაც. ასევე უნდა გავაკეთოთ მამათის გზა, რომელიც რამდენიმე სოფელს ჩაუვლის.

ბახმარო მთის კურორტების საგანძურია. მისი მსგავსი ალბათ მარტო მესტია და ბაკურიანია საქართველოში.

როდესაც ხალხი აქ ამოვა, აქაურობას ვეღარ იცნობს. ჯერ გზა იქნება ძალიან მაგარი - ვიცი, როგორ წვალობდნენ აქ ამოსასვლელად. აქ ყველაფერი განახლებული იქნება. წელს გურიას ექნება ახალი ბულვარი ურეკში და რაც მთავარია, ბახმარო იქნება საუკეთესო კურორტი და სამოთხე ბავშვების დასასვენებლად. გურიაში ერთიანი საკურორტო კომპლექსი გაჩნდება,“ - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ბახმაროს განვითარების პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც სხვა პროექტებთან ერთად ბახმაროს ცენტრში 15 ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების ტიპის სასტუმროს მშენებლობას მოხმარდება. ასევე კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია; აშენდება ამფითეატრის ტიპის კინოთეატრი, რომელიც 100 მაყურებელზე იქნება გათვლილი; მოეწყობა სპორტული მოედნები. ასევე ცენტრალურ ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი სუპერმარკეტის, აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებელობაც. ბახმაროს განვითარების პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ცენტრალური მაგისტრალი ჩოხატაური - ბახმაროს მიმართულებით და კურორტ ბახმაროს შიდა გზები, რომელთა სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)