Google+

სიახლეები

21.06.2012
მიხეილ სააკაშვილმა რამაზ შენგელიას ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის რამაზ შენგელიას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„დღეს სამწუხარო ამბავი შევიტყვე - ჩვენი დიდი ფეხბურთელი რამაზ შენგელია გარდაიცვალა. ეს, მართლაც, დიდი დანაკარგია ქართული საზოგადოებისთვის, რადგან რამაზ შენგელია ჩვენთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე სპორტსმენი. საქართველოსთვის იგი იყო სიმბოლო ემოციის, წარმატების და ძალიან მნიშვნელოვანი განცდის. მე მას  ძალიან კარგად ვიცნობდი და იყო ძალიან მოკრძალებული და კარგი ადამიანი. მსურს, რომ საქართველოში  მომავალშიც ბევრი დაიბადოს ასეთი მამულიშვილი და პატრიოტი. ეს არის ის, რასაც ვისურვებდი. მწუხარებას გამოვხატავ მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)