სიახლეები
14.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადება
საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად შეშფოთებულია თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომელზე თავდასხმის მცდელობის გამო და აღნიშნულ ფაქტს განიხილავს როგორც ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი სახელმწიფოსათვის.
გმობს რა ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, საქართველოს ხელისუფლება ყველა რესურს გამოიყენებს, რათა სათანადოდ იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი.