Google+

სიახლეები

26.12.2011
მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში ბიბლიოთეკა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის ცენტრში დღეს ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს ცოდნისა და ინფორმაციის მიღება როგორც წიგნებიდან, ისე ინტერნეტის საშუალებით შეუძლია. მიხეილ სააკაშვილი ბიბლიოთეკაში შეკრებილ მოზარდებსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ  საქართველოს განათლებული მომავალი თაობა სჭირდება.    

„საქართველოში ბიბლიოთეკების უმრავლესობა ან დაიხურა, ან საერთოდ განადგურდა. ეს ბიბლიოთეკა კი სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ბიბლიოთეკები, ასევე ძალიან გვჭირდება წიგნიერი ბავშვები. ამიტომ, ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ახლა ბიბლიოთეკების მშენებლობა იქნება. ყველა ბიბლიოთეკა ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ბიბლიოთეკის საკუთრებაში 100 ათასზე მეტი წიგნია. მათი ნაწილი სხვადასხვა ენაზეა დაბეჭდილი. ბიბლიოთეკა ახალციხის რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ამ ზაფხულს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია როგორც ინფრასტრუქტურის განვითარება, ისე ახალი შენობების, მათ შორის, იუსტიციისა და ახალი პოლიციის შენობების გახსნა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)