Google+

სიახლეები

25.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წევრი კშიშტოფ ლისეკი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა 

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წევრი კშიშტოფ ლისეკი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გაწეული თანადგომისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოსთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც მან აღნიშნა, ამ დოკუმენტში  ასახულია ისტორიული სინამდვილე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რეზოლუციაში გამოყენებულია ტერმინები „ოკუპაცია“ და „ეთნიკური წმენდა“. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ქართულ-პოლონური ურთიერთობის გაგრძელება და ქართველი და პოლონელი გმირების საერთო ბრძოლის შედეგი.  

მიღებული ჯილდოსთვის კშიშტოფ ლისეკმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს. მისი განცხადებით, იგი ევროპარლამენტის წევრთა იმ 93 პროცენტის წარმომადგენელია, რომელმაც მხარი დაუჭირა მიღებულ რეზოლუციას. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს იგი ევროპულ სახელმწიფოდ აღიქვამს და იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც ის იმუშავებს საქართველოსთან, როგორც ევროპარლამენტის სრულუფლებიან წევრთან. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)