სიახლეები
28.10.2011
საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი „ტყიბულქალაქობასთან“ დაკავშირებით დღეს ტყიბულს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ სიტყვითაც მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა 13,2 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადური გახსნა, რომელიც წელიწადში 100 მილიონ კვტ–მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ტყიბულის მაღაროდან მოპოვებულ ნახშირით იმუშავებს. მიხეილ სააკაშვილმა თესი თავად ჩაუშვა ექსპლუატაციაში. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სადგურში ამჟამად 150-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
მიხეილ სააკაშვილი ტანსაცმლის ფაბრიკასაც ესტუმრა და იქ მომუშავე პერსონალსაც გაესაუბრა - საქართველოს პრეზიდენტი მათი სამუშაო პირობებით დაინტერესდა. ფაბრიკაში ამჟამად 250-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა 500-მდე გაიზრდება. სამკერვალო ფაბრიკაში წარმოებული ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი უცხოეთში ექსპორტზეა გათვლილი და შეკვეთები უკვე რამდენიმე ქვეყნიდან მიიღეს.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ტყიბულის ახლადგახსნილი საპატრულო შენობაც დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტი რაიონის ამჟამინდელი მდომარეობით დაინტერესდა და ინფორმაცია კრიმინოგენურ ვითარებასთა დაკავშირებითაც მოისმინა.მიხეილ სააკაშვილის თქმით, წინა წლებთან შედარებით, შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო დანაშაულის რაოდენობამ იკლო.