სიახლეები
29.09.2011
საქართველოს პრეზედენტი ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტს, რომელსაც წელს ვარშავა მასპინძლობს, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები და წევრი სახელმწიფოების რამდენიმე ლიდერი ესწრება. ფორუმის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ისე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. ამას გარდა, პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მსვლელობისას განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დაწყება, ევროკავშირში საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება და ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების ლიბერალიზაცია. ასევე, იმსჯელებენ უსაფრთხოების საკითხზე როგორც ჩვენს ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტი 2009 წლის 7 მაისს გაიმართა და მას ევროკავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა - ჩეხეთის რესპუბლიკა მასპინძლობდა.