სიახლეები
21.09.2011
საქართველოს პრეზიდენტის შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის პრეზიდენტს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შვეიცარიის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლის გაზრდასაც. ორი ქვეყნის პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ, ამ თვალსაზრისით, დიალოგი კვლავაც გაგრძელდება და მხარეები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
მიხეილ სააკაშვილმა და მიშელინ კალმი-რეიმ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხის შესახებაც ისაუბრეს.