Google+

სიახლეები

28.07.2011
მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თამთა ლიპარტელიანის დაღუპვის გამო

საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ნორვეგიაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის მშობლებსა და ახლობლებს.

"კუნძულ უტოეიაზე დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა,  უშუალოდ შეეხო ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის. სამწუხაროა, რომ ამ ბარბაროროსული აქტის მსვერპლი 23 წლის თამთაც აღმოჩნდა. უსაზღვროა, ამ ფაქტით გამოწვეული ტკივილი. გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა." - ნათქვამია სამძიმრის წერილში.  

საქართველოს პრეზიდენტი შეძრწუნებულია მომხდარის გამო და აღნიშნავს, რომ  ტერორიზმი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომელთან  საბრძოლველად მთელი მსოფლიოს ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)