Google+

სიახლეები

14.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში იუსტიციის სახლი საზეიმო ვითარებაში გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში დღეს იუსტიციის სახლი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი შენობა დაათვალიერა და იმ მომსახურებას გაეცნო, რომელსაც იუსტიციის სახლი ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზებს. ქვეყნის პირველმა პირველმა პირმა ახალ შენობასთან შეკრებილ საზოგადოებასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლლის განმავლობაში მსგავსი სახლები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება.

 რუსთავის იუსტიციის სახლი, ბათუმის შემდეგ, რიგით მეორეა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერი მიმართულებით - სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეროვნული არქივის და ნოტარიუსთა პალატის მომსახურებას ერთ სივრცეში გააერთიანებს. 15 ივნისიდან რუსთავისა დაქვემო ქართლის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ამ სერვისით ისარგებლოს და, შესაბამისად, ყველა ეს მომსახურება ძალიან სწრაფად და კომფორტულად მიიღოს. რუსთავში გახსნილი ახალი კომპლექსი აერთიანებს იუსტიციის სახლს, ქორწინების სახლს და გუბერნიას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)