Google+

სიახლეები

29.05.2011
საქართველოს შვეიცარიის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი ეწვია

დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი ესტუმრა. პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის გამართვის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იყო. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მედიატორის ფუნქციას სწორედ შვეიცარია ასრულებს. მიხეილ სააკაშვილსა და მიშლინ კალმი-რეის პირისპირ შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც შვეიცარიის, როგორც შუამავლის, როლის კიდევ უფრო გააქტიურებას შეეხება.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიის პრეზიდენტი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)