Google+

სიახლეები

21.04.2011
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს ჟან ტოდტს შეხვდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ავტოსპორტისა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრა. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, იგი ტურიზმის განვითარებითაც დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტისგან მან იმ გეგმებისა და პერსპექტივების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომლებიც ქვეყანას არა მარტო საავტომობილო სპორტის მოყვარულთათვის გახდის მიმზიდველს.

„5-6 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ინფრასტრუქტურა განადგურებული იყო, მაგრამ დიდი ინვესტიციები განხორციელდა, ძირითადად, უცხოური ინვესტიციები. განვითარდა სასტუმროების ინფრასტრუქტურაც... ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ექვსი მილიარდი დოლარი მშენებლობას მოხმარდა. დიდი ფინანსური ცენტრები აშენდა არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. დიდი თანხა დაიხარჯა საავტომობილო გზების კეთილმოწყობაზე.  

საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდის მეზობელი რეგიონებიდან, მათი რაოდენობა სამ მილიონს აღწევს, მაგრამ ტურისტების რაოდენობა მალე 10 მილიონამდე გაიზრდება. მათ შორის იქნებიან ტურისტები გერმანიიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ახლა ჩამოდიან თურქეთიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, მეზობელი სახელმწიფოებიდან, ირანიდან, ისრაელიდან, თუმცა სამ-ხუთ წელიწადში ამ სიას სხვებიც შეემატებიან და მართლაც საოცარ და მდიდრულ ადგილს ნახავენ.  ჩვენ გვაქვს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, რაც შავიზღვისპირა სხვა ქვეყნებში, პრაქტიკულად, არ არის. ეს არის კომბინაცია იმისა, რაც ბათუმსა და მისი ტერიტორიის მიმდებარედ ვავითარებთ. ბათუმი იმ არქიტექტორის განახლებულია, რომელმაც ნიცა ააშენა, მაგრამ ეს ქალაქი, გარეგნულად, დუბაის ემსგავსება, ანუ აქ არის ნიცის და დუბაის კომბინაცია. ბათუმიდან 45 წუთის სავალზე ანაკლიის კურორტს ვავითარებთ, რომელიც ასევე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მშრალი კლიმატითა და ქვიშიანი სანაპიროთი გამოირჩევა. ასე რომ, კიდევ ერთ მდიდრულ კურორტს ვაშენებთ, რომელიც ნამდვილად იქნება კანისა და ნიცის კომბინაცია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ჟან ტოდტთან საუბრისას.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)