Google+

სიახლეები

22.02.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე უპირველესად ყურადღება იმ  თემებზე გაამახვილა, რომლებსაც პრეზიდენტი როგორც   პარლამენტში გამოსვლისას (წლიური ანგარიშის წარდგენის დროს), ისე ცალკეული გამოსვლებისა და შეხვედრების დროს შეეხო. თითოეული ეს საკითხი, უკავშირდებოდა მსოფლიო  ბაზარზე ფასების ზრდასა და  საქართველოს  მთავრობის აქტიურ მოქმედებას,  რომელიც ამ წნეხის, თუნდაც, მინიმალურად შემცირებისკენ არის მიმართული. მანჯგალაძე ელექტროენერგიის ვაუჩერების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათი დარიგება აქტიურ ფაზაშია შესული. დღევანდელი მონაცმებით, თბილისში ვაუჩერების 97 პროცენტია დარიგებული, ხოლო რეგიონებში 80 პროცენტზე მეტი. ეს პროცესი  სავარაუდოდ ამ კვირაში დასრულდება.  

პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ პროგრამის მიმდინარეობის დროს შესაძლოა დაშვებული ყოფილიყო გარკვეული  უზუსტობები და ხარვეზები.

„მივმართავ თითოეულ ოჯახს, რომელიც ამგვარ დახმრებას ელოდება - ვაუჩერს ყველა ოჯახი მიიღებს. ხარვეზებზე მუშობა ვაუჩერების  დარიგების პროცესის პარალელურად  მიმდინარეობს და მასზე  ისევ   ჯანდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მუშაობენ, ასევე ზუსტდება  სიები. ამ მხრივ, სამინისტროების გარდა, შესაბამისი დავალებები მიეცათ პრეზიდენტის რწმუნებულებსაც. საქართველოს  მთავრობამ მუშაობა  დაიწყო სასურსათო  ვაუჩერების პროგრამაზე. სასურსათო ვაუჩერების პროგრამა მარტიდან ამოქმედდება. კერძოდ მათი დარიგება 10 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. 

პრესსპიკერის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოჩენა იმ  თანამემამულეების მიმართ, ვისაც უფრო მეტად უჭირს. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას,  ვაუჩერი დაუთმონ მათ, ვისთვისაც ამ ტიპის დახმარება უფრო საჭიროა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მანანა მანჯგალაძე  შეეხო, სოფლის მეურნეობის განვითარება იყო. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის წინააღმდეგ ყველაზე  მნიშვნელოვანი, ეფექტიანი და  მთავარი პრევენცია ამ დარგის განვითარებაა.

„პრეზიდენტის ინიციატივით, სწორედ ამისათვის, სოფლის მეურნეობის სამინიტროს 150 მილიონი ლარი გამოეყოფა. სამინისტრო მუშაობას  აგრძელებს ცალკეულ  პროექტებზე, რომლებიც ლოჯისტიკური  ცენტრების,  სასაწყობე მეურნეობების მოწყობას გულისხმობს,    ასევე მუშაობა მიმდინარეობს ცალკეული კულტურების წახალისების პროგრამაზე. საქართველოს მთავრობა ყველფერს გააკეთებს, რათა მსოფილიო ბაზარზე  ფასების ზრდით გამოწვეული ინფლაციური პროცესები შეძლებისდაგვარად  მცირე იყოს", - განაცხადა პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)