Google+

სიახლეები

03.02.2011
ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენთან მიხეილ სააკაშვილთან

 

 დენიელ ჰამილტონი

2008 წლის აგვისტოში, სანამ რუსეთი საქართველოს დაიპყრობდა და მოსკოვის სამხედრო ძალები ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციას მოახდენდა, ძალიან ცოტა ხალხს თუ ჰქონდა რამე გაგონილი საქართველოს შესახებ. მანამდე საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილს შეადგენდა. უფრო ნაკლებმა ხალხმა იცოდა მისი 43 წლის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელმაც  ეს თანამდებობა საზოგადოების მხარდაჭერის დიდი ტალღის შედეგად დაიკავა, კორუმპირებული ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან გადაყენების შემდეგ.

2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის ორი სრულიად განსხვავებული სახეს.

მისი მხრდამჭერებისათვის ის არის "მიშა", თანამედროვეობის მეფე დავით IV, რომელიც ებრძოდა მისი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს. ამავდროულად, მან საქართველო რეალური დემოკრატიის, ეკონომიკური აყვავების და საერთაშორისო პატივისცემის გზაზე დააყენა. მისი მოწინააღმდეგეებისათვის ის არის იმპულსური ავტოკრატი, რომლის საუბრის პროვოკაციულმა არჩევანმა და ჯიუტმა შეუპოვრობამ საფრთხეში ჩააგდო არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატია, არამედ, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ყოფნა არყოფნის საკითხი.

გასულ ოთხშაბათ საღამოს, როდესაც თბილისს ვსტუმრობდი მქონდა შესაძლებლობა ერთი საათი მასთან გამეტარებინა, რათა მთავრობაში მისი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მომეპოვებინა.

საპრეზიდენტო კომპლექსს მიწის შთამბეჭდავი ფართობი უკავია გორაკის თავზე, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს. ეს მართლაც შთამბეჭდავი ადგილია. მე მას საღამოხანს ვესტუმრე, სწორედ მაშინ, როდესაც მზე ჩადიოდა. მომაჯადოვებელი ხედი, ხეობის მეორე მხარეს აგებული ქვიშაქვის მართმადიდებლური ეკლესიები, სახლებზე მოციმციმე მკვეთრი ნეონის შუქები იმ ქალაქს ანათებს, სადაც მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მიედინება მდინარე მტკვარი, რომელიც კასპიის ზღვას უერთდება.

თავად შენობა - ფართო თანამედროვე კონსტრუქცია, თავზე შუშის გუმბათით, რაც აიხსნება თანამედროვე არქიტექტორის მცდელობად ხელახლა შექმნას თეთრი სახლის მომხიბვლელობა - მდებარეობს ისტორიული ავლაბრის სამეზობლოში, რომელშიც ტრადიციული ქართული სახლები დომინირებს. ის შთამბეჭდავად თანამედროვეა, რაც ასახავს იმ იმიჯს, რომლის მიხეილ სააკაშვილს მთელი ქვეყნისათვის სურს. თავისი ესპანური დიზაინის სკულპტურებით და ადგილობრივად გაკეთებული მოზაიკით, ის ქვეყნის მდიდარ ისტორიას მოგაგონებთ, რომელსაც ადგილობრივები სა'ქართველ'ო-ს უწოდებენ, იმ ქვეყნისა, რომელიც სამოცდაშვიდი ეთნიკური ჯგუფის სამშობლოა. პრეზიდენტის ულამაზესად მორთული ბაღები მუშათა კლასის პატარა სახლების გვერდით მდებარეობს, რომელთა აივნებიც პირდაპირ საპრეზიდენტო ბაღებს გადაჰყურებს. უსაფრთხოების ზომები გასაოცრად მცირეა - ტერიტორიას მხოლოდ ერთი პატარა ღობე იცავს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან.

"რატომ?" - ვეკითხები ჩვენს მომხიბვლელ, ახალგაზრდა გიდ ქალბატონს, რომელიც ეზოში მიგვიძღვის. მისი ქუსლების ხმა ექოსავით გაისმის მთელ ტერიტორიაზე, "არ გაუძლიერებიათ მათ უსაფრთხოების ზომები სასახლის ირგვლივ?" მან სასწრაფო რეაგირება მოახდინა, გამომხედა სწორედ ისეთი დამახასიათებელი გაოცებით, რომელსაც მე ქართველი ხალხისაგან ველოდი "რატომ? ჩვენ არავის ვემალებით".

ეს ნამდვილად სიმართლეა. ბოლო წლების განმავლობაში, ვერავინ დასდებს ქართველ ხალხს მალვაში ყოფნის ბრალს - ვერც პრეზიდენტ სააკაშვილს.

გიყვარს თუ გეზიზღება სააკაშვილი, მან საქართველო ერთ ნაკლებად-ცნობილი ქვეყნისაგან კავკასიაში, გადააქცია სახელმწიფოდ, რომელიც იპყრობს მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ლიდერების ყურადღებას (და ზოგიერთ შემთხვევაში აღფრთოვანებასაც კი იმსახურებს). პრეზიდენტის ოფისიც ამ ყველაფრის მტკიცებულებაა, მსოფლიო ლიდერების მრავალი ფოტო ფარავს შენობის კედლებს - ჯორჯ ბუშით დაწყებული, ნიკოლა სარკოზით დამთავრებული, მისი უდიდებულესობა დედოფლის თუ ბარაკ ობამას ფოტოებით. სინამდვილეში, ამ კედლებს მხოლოდ ერთი მსოფლიო ლიდერის ფოტო აკლია - ეს ვლადიმერ პუტინია.

პრეზიდენტთან სტუმრობისას, მის ჰაეროვან, თანამედროვე ოფისში, მე ავარჩიე ერთი ყველაზე მარტივი შეკითხვა, იმ ყველა შესაძლო შეკითხვიდან, რომლითაც შემეძლო ჩვენი დიალოგის დაწყება: როგორი გინდათ იყოს თქვენი მემკვიდრეობა? 

პოლიტიკოსების უმეტესობა, პატარა ქალაქების მერებიდან დაწყებული - სახელმწიფო მართველებით დამთავრებული ასეთ კითხვებზე პასუხებს ამზადებს - ისინი ძირითადად საუბრობენ ეკონომიკის აღორძინებაზე, საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე. მე ასეთივე მშრალ პასუხს ველოდი პრეზიდენტ სააკაშვილისგანაც, მაგრამ ის ვერ მივიღე. ამის ნაცვლად, მან ჩაისუნთქა და ისაუბრა იმ ბრძოლაზე, რომელიც მის ქვეყანას გადასარჩენად უწევს. მისი სანატრელი მემკვიდრეობაც, არის საქართველოს დამოუკიდებლობის წარმატებულად შენარჩუნება, რომელიც ამ ქვეყანამ მცირე ხნით 1918-1921 წლებში მოიპოვა და რომელმაც 1991 წლიდან დღემდე გასტანა.

იმის მიუხედავად, რომ არც ერთი გასროლა არ მომხდარა და არც ერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა საქართველოს მიწაზე 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რუსეთის შემოჭრის შიშმა მაინც ღრმა ნაწიბურები დაასვა ქართულ პოლიტიკას. რეალურად, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი  კვლავ უკნონოდ არის ოკუპირებული და იმ ეთნიკური წმენდვის შედეგად გაჩენილ ლტოლვილთა უმეტესობა, რომელიც რუსეთის არმიამ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან განდევნა, დღეს სოფლად მდებარე საცხოვრებელ ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს. (ეს ამტკიცებს საქართველოს მთავრობის პროაქტიულობას, მათ სამ თვეში შეძლეს ათასობით სახლის აშენება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. უფრო ცინიკოსი ლიდერი ეცდებოდა ისინი კარვებში დაეტოვებინა მკაცრი ზამთრის პირობებში, რათა მეტი საერთაშორისო თანაგრძნობა დაემსახურებინა).

პრეზიენტი დიდხანს არ დარჩენილა სენტიმენტალურ ტალღაზე. იმ საოჯახო გალერეიდან, რომელიც მის ოთახშია გამოფენილი, ჩანს - თუ როგორ სრიალებს პრეზიდენტი საქართველოს მთებში და როგორ თევზაობს ის საქართველოს ტბებზე, რომლის ხედებიც ღია ბარათებს წააგავს. ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება ოპტიმისტურად არ იყოს განწყობილი ის ხალხი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.

მისი წინამორბედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომელიც საბჭოთა კავშირის უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა, სააკაშვილი ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი დასავლელი დემოკრატი ლიდერის როლში. მისი მუხის მაგიდის უკან მდებარე თაროებზე დაინახავთ კენედის, მარგარეტ ტეთჩერის და ბილ კლინტონის ბიოგრაფიულ წიგნებს, იმ პიროვნებების, რომლებსაც ის ნათლად ცდილობს დაემსგავსოს.

საქართველოს მთავრობა ცდილობს მოახინოს საგანმანათლებლო სიტემის რეორიენტაცია რუსული ენიდან ინგლისურ ენაზე. ამისთვის, მათ საქართველოში ათი ათასზე მეტი მასწავლებელი ჩამოჰყავთ დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან, რათა ქვეყანაში იყოს "მოდერნიზებული" სწავლება - როგორც ამას პრეზიდენტი ამბობს.

პრეზიდენტ სააკაშვილს ძალიან მოსწონს სიტყვა "მოდერნიზაცია" და ჩვენი ერთსაათიანი საუბრის დროს, მას ბევრ სხვადასხვა კონტექსტში იყენებს. "მოდერნიზაცია", სააკაშვილის გაგებით, არის არა მხოლოდ სიტყვა, რომელიც გამოიყენება საჯარო სამსახურების გაუმჯობესების აღსაწერად და შესაძლებლობად, რომელიც მიეცათ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ არის კოდი, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ წარმართოს პოლიტიკა ისე, რომ საქართველო აღარასოდეს გახდეს რუსეთის ფედერაციის სატელიტი. პრეზიდენტის ენთუზიაზმი - მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზირება - ვრცელდება მმართველობის ყველა დონეზე, დაწყებული ასობით ბურის ჩამოყვანით სამხრეთ აფრიკიდან, რომლებიც დაეხმარებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმის განხორციელებაში პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით. მოდერნიზაციის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია 2012 წლისთვის გაიხსნას სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც საქართველოს ძირითად ქალაქებს ევროპის საქალაქთაშორისო მარშრუტებს დააკავშირებს.

და ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს ყველაზე გაბედული ეკონომიკური რეფორმა. პრეზიდენტი არის ნათლად გამომხატველი სპიკერი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა, ის აცხადებს, რომ "ეკონომიკა ვერ იქნება ძალიან ღია" და გამოსთქვავს აზრს, რომ "როგორც კი ჩაერევი ბიზნესში, ის მაშინვე ჩამოიშლება".

მან პრაქტიკაშიც განახორციელა ის, რაზეც ლაპარაკობს.   

საშემოსავლო გადასახადი დაეცა 18 პროცენტამდე, მოგების გადასახადი 15 პროცენტამდე და ბიზნეს ლიცენზიების და ნებართვების 95 პროცენტი საერთოდ გაუქმდა. სტრუქტურულ დონეზე, საბიუჯეტო დეფიციტის საკანონმდებლო შეზღუდვა მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) არაუმეტეს 3 პროცენტს წარმოადგენს; ხოლო სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან განსაზღვრულია არაუმეტეს 60 პროცენტისა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა კვლავ განიცდის 2008 წელს რუსეთის შემოჭრით მიყენებულ ზარალს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების თანახმად, 2010 წელს ქვეყნის მშპ მთელი 5,5 პროცენტით გაიზარდა, და გააგრძელებს ზრდას მომავალ წლებშიც.

ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევა, რომელიც ევროპას უახლოეს ათწლეულებში შეხვდება, არის ენერგოუსაფრთხოება, კონკრეტულად კი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ეყრდნობიან სახელმწიფოები რუსეთს საკუთარი ენერგომომარაგების საკითხებში. 

ზამთარი ახლა ისე გადის, რომ არ ხდება ენერგეტიკული უთანხმოება კრემლსა და პატარა ევროპულ ქვეყნებს შორის, ამის ბოლოდროინდელი მაგალითია 2009 წლის ნავთობის კრიზისი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის რესპუბლიკის მომარაგებას.

საქართველო კვლავაც ხელშეუხებელი რჩება რუსეთის საფრთხეებისგან ამ თვალსაზრისით. ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ დიდი თანხა ჩადო განხლებად ენერგორესურსებში იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყნის ელექტროობის 85 პროცენტი ახლა მოიპოვება ჰიდროელექტროსადგურებიდან. უფრო ზუსტად კი, ამჟამად არსებული ჰიდროელექტრო ნაგებობების სარეზერვო სიმძლავრე ახლა მხოლოდ 20 პროცენტია.

ის ფაქტი, რომ საქართველოს შესაძლებლობა აქვს მიჰყიდოს რუსეთს ელექტროენერგია, და  დიპლომატიურად არ იყოს დამოკიდებული კრემლზე ყოველ ზამთარს, რათა ჰქონდეს ელექტროენერგია, სააკაშვილს იმ შესაძლებლობით უზრუნველყოფს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულობა გამოავლინოს, რაც არ აქვთ სხვა ლიდერებს რეგიონში.

არავისთვის არ არის სურპრიზი, რომ სააკაშვილი ცდილობს გაათავისუფლოს საკუთარი ქვეყანა კრემლის ყინულოვანი ქარიშხლებისგან. ამის დასტურია ის, რომ იგი საქართველოს მომავალს არა მხოლოდ ნატოს, არამედ ევროკავშირის შემადგენლობაშიც ხედავს. მისი იმედგაცრუება პროგრესის არარსებობის გამო, რომელიც ქვეყანამ განიცადა მის გზაზე ნატოს სრულ წევრობამდე, აღწერს საქართველოს, როგორც "საუკეთესო მოსწავლე, და ერთადერთი მოსწავლე, რომელსაც არ ეძლევა უფლება გადავიდეს შემდეგ კლასში". ეს არის შედეგი დასავლეთ ევროპის ქვეყნების შიშისა - არ გამოიწვიონ რუსეთის შესაძლო რეაქცია ამგვარი მოქმედებით. 

მაშინ, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომმა ორივე მხარემ ორგანიზაციის სრული წევრობა საშუალო ვადით გადადო, პოზიტიური ნაბიჯები კეთდება ევროკავშირთან თანამშრომლობის გასამტკიცებლად. კერძოდ, კი ისეთ საკითხებზე როგორიც არის ვიზების ლიბერალიზაცია და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ქართულ ექპორტს საშუალებას მისცემს უფრო ადვილად გავიდეს ევროპის ბაზრებზე. ევროკავშირი ასევე რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული ექვსი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.

ნატოზე საუბრისას, იმ ორგანიზაციაზე, რომელიც ცალსახად დაფუძნებულია საბჭოთა კავშირის სამხედრო შემოჭრისაგან დასაცავად - მე არ მოველოდი საქართველოს პრეზიდენტისგან სურვილის გამოხატვას რუსეთთან თანამშრომლობაზე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

გვერდზე გადავდოთ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საკითხი, საქართველოს ჩეჩნეთთან ას მილზე მეტი სიგრძის საზღვარი აკავშირებს, ეს არის პროვინცია, რომელსაც რადიკალური ილამის მიმდევრებმა ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ უბედურება მოუტანეს. პირველი, რაც პრეზიდენტს უნდოდა განეხორციელებინა იყო საქართველოს საზღვრების უსაფრთხოების გადახედვა ჩეჩენთთან, მან ჯიჰადის ჩეჩენი ტერორისტები, რომლებიც თავს აფარებდნენ საქართველოს, რუსეთის საპოლიციო ძალებს გადასცა.

შეთავაზება კრემლთან თანამშრომლობაზე ანტიტერორისტული ზომების გასატარებლად ღიად რჩება - ეს რამზან კადიროვის მოღვაწეობისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, პუტინის მიერ ამორჩეული მოღვაწისათვის ამ პროვინციაში, ადამიანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 

ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ სააკაშვილი მართლაც ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც დომინირებს საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე 2004 წლის არჩევნების შემდეგ. რეალურად, საერთაშორისო არენაზე მისმა თავშეუკავებელმა ქმედებებმა და ცეცხლოვანმა რიტორიკამ მისი მხარდამჭერებიც კი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ასეთი  ხმაურიანი მმართველობის ფორმა საქართველოსთვის შესაძლოა "ძალიან დიდი" აღმოჩენილიყო. მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური დანამატის გამოკლებით, ვინც შიშვლად იცავს რუსოფილიურ კურსს და იღწვის გაამართლოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიტაცება, არავინ ადანაშაულებს სააკაშვილს დიქტატურულ მმართველობაში. ეს ყველაფერი ამისაგან შორს არის. სინამდვილეში კი, ეს ბრალდებები უსაფძვლოა, არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ იქნა შემოტანილი ეკონომიკური თავისუფლება, არამედ ის ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიები ფართოდ არიან წარმოდგენილი პარლამენტში, ხოლო ოპოზიციური სატელევიზიო არხები და გაზეთები თავისუფალ რეჟიმში მუშაობენ.  

ოპოზიცია  აკრიტიკებს მთავრობის მიერ სამართლებრივ სფეროში გატარებულ  რეფორმებს, რაც, ზოგიერთების  აზრით, ძალიან ნელა მიმდინარეობს. სააკაშვილი უარყოფს ასეთ კრიტიკას, მაგრამ, როგორც ჩანს, ესმის ზოგიერთების წუხილი იმის შესახებ, რომ ზედმეტად იყო ფოკუსირებული ეკონომიკის მოდერნიზაციაზე 2008 წლის მოვლენების შემდგომ პერიოდში.

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი "გამარჯვება" ამ სფეროში, რომლებიც უნდა აღინიშნოს: ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობის შემოღება, სამოქალაქო საქმეების რაოდენობის გაორმაგება სასამართლოში 2009 წლის შემდეგ და მოსამართლეების დანიშვნის ახალი სისტემა.

ქართული ოპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვანი  პრობლემის დაყვანა შესაძლებელია მის დანაწევრებულ ბუნებამდე, როდესაც არც ერთი უამრავი  პოლიტიკური პარტიიდან არ სთავაზობს მთავრობას რეალურ პლატფორმას  ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის მიერ მოპოვებულ  სყოველთაო სახალხო მხარდაჭერასთან კონკურენციისთვის.     

თუმცაღა, სააკაშვილი აღიარებს, რომ მის პარტიას მნიშვნელოვნად შეუტიეს ოპოზიციურმა ფიგურებმა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პენსიები, ჯანდაცვა და საგანმანათლებლო რეფორმა, (ნაცნობი თემებია, არა?) რაც შესაძლოა ოპოზიციის მიღწევად ჩაითვალოს მომავალი 2012 წლის საპარლამენტო არჩენების დროს. შესაძლოა სააკაშვილმა დაუშვა რამდენიმე შეცდომა წარსულში, მაგრამ ის, თუ როგორ გაუმკლავდა იგი ოპოზიციის მიერ მოწყობილ დემონსტრაციებს 2009 წლის აპრილში, როდესაც 50 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მისი გადადგომის მოთხოვნით, მართლაც რომ აღფრთოვანებას იმსახურებს (და შესაძლოა ხოსნი მუბარაკისათვის დღეს კარგი მაგალითიც კი ყოფილიყო)! შევარდნაძის რეაქციისაგან განსხავებით, სააკაშვილი მშვიდად და აუღელვებლად შეხვდა დემონსტრაციების ტალღას, მიუდგა ამ ყველაფერს როგორც დემოკრატიული პროცესის ნაწილს და დაუკვეთა პოლიციას არ დაძრულიყვნენ თავიანთი ნაწილებიდან, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყებოდა. პროტესტი სამ თვეს გრძელდებოდა და დასრულდა ისე, რომ არ მომხდარა არც ერთი არსებითი დანაშაული და არ ყოფილა არც ერთი დაშავებული. ამან კი თავის მხრივ ოპოზიცია დამცირებული და გატეხილი დატოვა. ეს იმის დამსახურებაც არის, რომ მას არ აქვს "საღმრთო ძროხის" მიდგომა პოლიტიკაში და ის მმართველობა, რომელსაც სააკაშვილი ახორციელებს, იწვევს დავას საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში.  მაშინ, როდესაც საშუალო ფენის მოქალაქე ცდილობს დაიცვას მისი მთავრობის ინტერესები ქუჩაში, სწორედ გაზულუქებული პოლიტიკური ელიტა, რომელმაც დიდი სარგებელი ნახა შევარდნაძის დროს, ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებს სააკაშვილის პოლიტიკას.

მარტივად რომ ვთქვათ, ის ეთნოკრატები, რომლებიც ეწეოდნენ პოლიტიკურ მოღვაწეობას 2004 წლის რევოლუციამდე, გვედრზე გაწია შთამბეჭდავი ახალგაზრდა ლიდერების მთელმა არმიამ, ისეთმა პოლიტიკოსებმა, როგორებიც არიან -შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 32 წლის ეკა ზღულაძე, რომლის მიერ გატარებულმა ანტი-კორუფციულმა ზომებმა პოლიციისადმი ნდობა 4 პროცენტიდან 84 პროცენტამდე გაზარდა; 30 წლის დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, რომელიც უძღვება ევროპის კავშირთან ურთიერთობას და გაბედული ეროვნული რეინტეგრაციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.

ტონი ბლერმა, 2003 წელს, გადახედა რა მის მოღვაწეობას მთავრობაში, თქვა - "ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ უფრო ბევრია". იგივე შეიძლება ითქვას მიხეილ სააკაშვილზეც, რომლის ნათელი, შეიძლება ითქვას ევანგელიური ენთუზიაზმიც კი, იმ საქმეში, რომელსაც ის უძღვება ადვილად, არ მიესადაგება საკონსტიტუციო კანონებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა 2013 წლის არჩევნებში.

ზოგი იმითაც სპეკულირებს, თითქოს სააკაშვილი იღწვის პოლიტიკაში დასარჩენად, ახლად-გაძლერებული პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე დანიშვნით. პრეზიდენტი, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სანიმუშო პოლიტიკოსი, უარყოფს დაადასტუროს მისი განზრახვები, მას არ სურს იწვნიოს საკუთარ თავზე "კოჭლი იხვის" (არაეფექტურობის) სინდრომი, რომელმაც პარალიზება გაუკეთა ბლერის ბოლო მმართველობის წლებს.  

მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი და ქართველი ხალხი, ერთი რამ ცხადია - მიხეილ სააკაშვილს თავისი უსაფრთხო ადგილი საქართველოს ისტორიაში გარანტირებული აქვს.       

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)