Google+

სიახლეები

15.01.2011
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა

ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ლიდერებმა ეკონომიკურ და სავაჭრო, ასევე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს.

ბარაკ ობამამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში და მადლობა გადაუხადა მამაც ქართველებს,  რომლებიც რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად იბრძვიან.  მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.  

შეხვედრისას, ორი ქვეყნის ლიდერები შემდგომი გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შესახებაც შეთანხმდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საქართველოს პირველი პირის მიერ დაყენებულ კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგების მოხსენება დაავალა.   

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბარაკ ობამას  იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ღებულობს.

ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ესწრებოდა. ის თეთრი სახლის ინიციატივით გაიმართა და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)