Google+

სიახლეები

29.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში თი-ბი-სი ბანკის რეგიონალური ოფისი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისს ესტუმრა, სადაც თი-ბი-სი ბანკის მშენებარე რეგიონალური ოფისი დაათვალიერა. შენობის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბანკი ფუნქციონირებას დაიწყებს, იქ ბიზნეს ცენტრიც განთავსდება.

„ქუთაისი არის არა მხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, არამედ ძალიან დახვეწილი ევროპული ქალაქი. ჩემი დაბადების დღე აქ ოჯახურ წრეში აღვნიშნე და იმ ატმოსფეროზე, რომელიც აქ სუფევს, რამდენიმე წლის წინათ ოცნებაც არ შეიძლებოდა. დღეს აქ ვხსნით ასევე ოპერის განახლებულ თეატრს და "მიუზიკ ჰოლს" ერთად. 2011 წელი საქართველოში ქუთაისის წელი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ქუთაისში დამთავრდება პარლამენტისა და მთავრობის ახალი კანცელარიის მშენებლობებეი და გაიხსნება ახალი საწარმოები. ეს არის უამრავი ახალი სამუშაო ადგილი, უამრავი დასაქმებული ადამიანი და კარგი პერსპექტივა ახალგაზრდებისთვის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კარგ ქალაქს ავითარებს. როგორც წესი, ჩვენი ზომის ქვეყნებს დედაქალაქის გარდა, მსგავსი მეორე ქალაქი არ აქვთ. საქართველოში არის ბევრი ადგილი, სადაც სიცოცხლე ჩქეფს, სადაც არის კულტურის, ისტორიის ცენტრები, სწავლის, განათლების მიღების შესაძლებლობა. საქართველოსთვის, კავკასიისთვის და დანარჩენი ევროპისთვის ქუთაისი არის ძალზე მნიშვნელოვანი ცენტრი. ეს არის ის დაპირება, რომელიც მე აქაურებს მივეცი. ზოგს ჯეროდა, რომ  ამ დანაპირებს რომ შევასრულებდით, ზოგს კი - არა, ზოგს ახლაც არაფრის არ სჯერა, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად კეთდება. ასევე მინდა გითხრათ, დღეს არა მხოლოდ ამ შენობის დაბადების დღეა, არამედ მისი შემქმნელის მამუკა ხაზარაძის, რომელსაც 44 წელი შეუსრულდა.  დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და მინდა გამოვაცხადო, რომ მამუკა ხაზარაძეს მიენიჭება ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, რომლითაც ძალზე იშვიათად ვაჯილდოებთ ვინმეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

თი-ბი-სი ბანკის შენობა სიდიდით 2-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე თბილისის სათავო ოფისის ისტორიული შენობა. მისი მთლიანი ფართი 11 ათას კვადრატული მეტრია. შენობა ქართველმა არქიტექტორმა დათო გოგიჩაიშვილმა დააპროექტა, ხოლო მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)