Google+

სიახლეები

17.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა პრომეთეს მღვიმეში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

სათაფლიაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად პრომეთეს მღვიმეში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ კომპლექსში სინათლის, მუსიკისა და ლაზერული შოუს სინთეზის საშუალებით, ევროპაში ყველაზე თანამედროვე, სრულიად ახალი ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მღვიმის მიმდებარე სამკილომეტრიანი რადიუსის მხატვრულ გაფორმებაზე გერმანელი დიზაინერები მუშაობენ.

პრომეთეს მღვიმეში, დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ოთხი ფენაა წარმოქმნილი და ამ ისტორიული ტერიტორიის დათვალიერება ტურისტებს როგორც საფეხმავლო ბილიკით, ისე ნავებით შეეძლებათ.

ადგილმდებარეობა, იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ამავე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა კიდევ რამდენიმე მღვიმეში განვითარდეს, სადაც ველური სპელეოლოგია დაიგეგმება. ტერიტორიაზე არსებულ 8-კილომეტრიან ზოლში, რამდენიმედღიანი ტურების მოწყობის საშუალებაც იქნება. შესაძლებელი გახდება სპელეოდაივინგი, რომელიც ევროპაში ყველაზე ძვირადღიერებულ ექსტრემალურ სპორტს მიეკუთვნება. ასთმით დაავადებულთათვის კი, ხელმისაწვდომი გახდება სპელეოთერაპია.

პრომეთეს მღვიმის ტერიტორიიდან ხვამლის მთა ჩანს, რომელზეც, ლეგენდის თანახმად, პრომეთე იყო მიჯაჭვული.

პრომეთეს მღვიმის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)