Google+

სიახლეები

25.09.2010
საქართველოს პრეზიდენტი მილენიუმის პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში მილენიუმის პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა.  მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც მილენიუმი ქვეყანას უწევს. ამ პროგრამის ფარგლებში ბათუმში ახალი უნივერსიტეტი უნდა აშენდეს, აგრეთვე გათვალისწინებულია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. 375 მილიონი დოლარი, რომლითაც ათასწლეულის განვითარების პროგრამა საქართველოს ეხმარება გათვალისწინებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. 

„ბატონო პრეზიდენტო მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. იმისათვის, რომ თითქმის ყველა პროექტს დროულად ახორციელებთ. მჯერა, რომ  ყველა პროექტის შესრულება მომავალი წლის აპრილისთვის დასრულებული იქნება. ძალიან კმაყოფილი ვართ იმ წარმატებით, რომლსაც ბოლო წლებში მიაღწიეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს იყო ჩვენს მიერ შეთავაზებული პროექტები, რომელიც თავად ქართველებმა უნდა დანერგოთ. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ თქვენთან გვიხდება პარტნიორობა. მჯერა, რომ ორივე მხარისთვის ეს მომგებიანი იქნება. დეკემბერში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე ჩვენ ავარჩევთ იმ ქვეყანას რომელიც ახალი პროექტის დაფინანსებას მიიღებს, რომელი ქვეყანა დააკმაყოფილებს კრიტერიუმსა და რამდენი წელი დასჭირდება მას მოთხოვნების შესასრულებლად, რადგან ეს ყველაფერი დროზეა დამოკიდებული. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ინვესტიციებით რომელიც ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს. ბოლო წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ოქტომბერში თქვენს ქვეყანაში ჩამოვალ და ყველა პროექტის მიმდინარეობას პირადად გავეცნობი", - აღნიშნა დენიელ იოჰანესმა.

მიხელ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და აღუთქვა, რომ თანხა მიზნობრივად და სწორად დაიხარჯება.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ 375 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის. ეს თანხა სწორად დაიხარჯება. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ძალიან წარმატებული პროგრამა იყო. ვიცი, რომ გზა, რომელიც სამხრეთ საქართველოს დედაქალაქთან აკავშირებს მალე დასრულდება. პირადად ვნახე როგორი ენთუზიაზმით მუშაობს ხალხი. იცით, ცვლილებები იქ მთელ საზოგადოებას შეეხო, რადგან ეს იყო საქართველოში ყველაზე იზოლირებული საზოგადოება. ამიტომაც ვითხოვე მათი კომპაქტურად ჩასახლება. ახლა გზა დედაქალაქამდე თითქმის სამჯერ შემცირდა, ბაზარზე შეღწევის საშუალება გვეძლევა, მთლიანად იცვლება საქართველოს გეოგრაფია, რადგან გაჩნდა ახალი კურორტები, ლანდშაფტი, სოფლის მეურნეობა ვითარდება და ეკონომიკა უფრო ლიბერალური ხდება. მალე ჩვენ გვექნება სარკინიგზო მიმოსვლა თურქებთან და აზერბაიჯანელებთან. რაც შეეხება ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, სადაც ჩვენ გაზზს ვიღებთ, ის ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, თუმცა ხალხს მინიმალური პირობებიც არ ქონდა. ახლა კი ფართოვდება და  თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქმნება, თქვენი გაზზსადენი კი ყველაფერს შეცვლის. მეორე დიდი პროექტი, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა ბათუმში დიდი ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩვენ გვსურს რეგიონში საბაზო უნივერსიტეტის აშენება, რომელიც ყველა სტანდარტს უპასუხებს. მჯერა, რომ იქ ისწავლიან და იმუშავებენ კავკასიელები, როგორც ერთიანი კავკასიის იდეის ქვეშ გაერთიანებული ხალხი, ასევე უკრაინელები და სხვები. ეს არის ახალი შესაძლებლობები, ახალი სამუშაო ადგილები. თქვენ გვეხმარებით ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ახლა ჩვენ სერიოზული განათლება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკული სტანდარტების განათლება მსოფლიოში საუკეთესოა. იმიტომ არა, რომ ზოგიერთმა ჩვენგანმა ეს სტანდარტები  საკუთარ თავზე გამოცადა. ეს უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა მხოლოდ მცირე გამორჩეული ნაწილისთვის", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დენიელ იოჰანესთან საუბრისას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)