Google+

სიახლეები

23.09.2010
საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს დიმიტრიოს ქრისტოფიასს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის დროს სახელმწიფოთა მეთაურები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციას შეეხნენ, რომელსაც კენჭის ყრის დროს  კვიპროსმა მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ იმის გამო ჩათვალა საჭიროდ შეხვედროდა კვიპროსის პირველ პირს, რომ მხარეთა შორის საუბარი შემდგარიყო სამომავლო ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)