Google+

სიახლეები

30.08.2010
მიხეილ სააკაშვილი რეგიონული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითრების დონით დაინტერესდა

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ტურიზმის სფეროს, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და გუბერნატორებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი რეგიონული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითრების დონით დაინტერესდა. საქართელოს პრეზიდენტმა ტურიზმის განვითარების ფარგლებში ახალი აეროპორტის მშენებლობაზე ინიციატივები მოისმინა. პროექტის მიხედვით, საქართველოს მოუწევს ერთიანი საჰაერო სივცრის შესახებ ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმება და საავიაციო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება.

"ჩვენი შეფასებით, წელს საუბარია ,დახლოებით,  2 მილიონ შემომსვლელზე. ვფიქრობ, 2013წელს იმ რიცხვზე გადავალთ, როცა ტურისტების რაოდენობა გაუტოლდება საქართველოს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოს პოტენციალი უახლოესი 5წლის თავზე, თუ კარგად ვიმუშავეთ, იქნება 10 მილიონი ტურისტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საავიაციო ხაზების განვითარება. ეკონომიკის მინისტრი იყო ირლანდიაში და შეხვდა "რაიანეარის" ხელმძღვანელობას. ამ კომპანიის თვითმფრინავი არ დაფრინავს პოსტსაბჭოთა სივრცეში."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბათუმში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ

საქართველოს ავიაცია ლიბერალური უსაფრთხოების გამო შესაძლოა, შავ სიაში აღმოჩნდეს. "რაიანეარს საქართველოში შემოსვლის დიდი ინტერესი აქვს.მათ უნდათ, რომ საქართველო გახდეს ცენტრი ევროკავშირის გარეთ ფრენისაც. ტექნიკურად,  ჩვენ დავიწყეთ მზადება მათი პირობების დასაკმაყოფილებლად, როგორც ქუთაისის, ასევე მესტიის აეროპორტში.  სირთულეები გვაქვს ერთიან საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შეიძლება ევროკავშირმა ჩაგვსვას შავ სიაში ავიაციის ლიბერალური რეგისტრაციის გამო."-განაცხადა ვერა ქობალიამ.

სხდომაზე მიხეილ  სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, შევიდეს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი და მაქსიმალურად გამკაცრდეს საავიაციო უსაფრთხოება.
მისივე თქმით, მესტიაში წლის ბოლომდე ახალი აეროპორტი უნდა აშენდეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მესტიაში პირველი თვითმფრინავით თავად ჩავა. მისივე თქმით, ახალი აეროპორტები უნდა აშენდეს ფოთში, თუშეთსა და ამბროლაურში.

"ჩვენ კურსი ავიღეთ საყოველთაო  ლიბერალიზაციაზე. საწარმოების დარეგისტრირების, ბიზნესის კეთების გაადვილების კუთხით, მაგრამ ტექნიკური ლიბერალიზაცია დაუშვებელია. პარლამენტში დაუყონებლივ   უნდა შევიტანოთ ყველა კანონი,რომელიც  ავიაციის უსაფრთხოებასგაამკაცრებს . ღმერთმა არ ქნას, საქართველო შავ სიაში მოხვდეს.

ეს  არაკომპეტენტურობის და თქვენი სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის შედეგია. ავიატრანსპორტის დეპარტამენტი ხალხის სამსახურში მოსაწყობად იყო ქცეული . ტრანსპორტის დეპარტამენტში ვიღაცის ნათესავები მუშაობდნენ. მიხარია, რომ ახლა დავითაძე დაინიშნა ამ დარგის სპეციალისტად. ბოლო კვირეები  თქვენს სამსახურთან ერთად დავფრინავ .  მინდა აღვნიშნო, რომ მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან დისპეჩერები.მივესალმები ასეთი კადრების დაწინაურებას ეკონომიკის სამინსიტროში.  ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, გადმოვიწეროთ ის ნორმები,რომლებიც არსებობს წამყვან ქვეყნებში. ჩვენთან საავიაციო ნორმების უმკაცრესი სტანდარტები უნდა იყოს.

დავალება ასეთია, რომ წლის ბოლომდე,სათხილამურო სეზონის გახსნისას  მესტიაში აეროპორტი  გაიხსნას. თანდათან  შევიდეს ფული და სიმდიდრე მესტიაში . სიამოვნებით დავსვამ მესტიაში პირველ თვითმფრინავს.

შეგვიძლია გავაკეთოთ საერთაშორისო თვითმფრინავები და რეგიონების ქვეყნებიდან იფრინონ."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კულინარული სასწავლებელი გაიხსნება. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას ეკუთვნის.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, კულინარია ტურიზმის სტრატეგიული დარგია და ახალი ინიციატივა ქართული კულინარიის საზღვარგარეთ გატანას შეუწყობს ხელს.
"პრეზიდენტის სასახლის სამზარეულო ვერა ქობალიას მოთხოვნით   დევნილ ბავშვებს გადავეცით . მას  სისხლში აქვს გამჯდარი კულინარული ხელოვნება და კარგი იქნება, თუ ამ ბავშვებს კულინარიას ასწავლიან. ეს სტრატეგიული დარგია ტურიზმისთვის. კულინარული სასწავლებელი მოგვცემს საშუალებას, ქართული კულინარია საზღვარგარეთ გავიტანოთ", -განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა.

"რაიანეარს საქართველოში შემოსვლის დიდი ინტერესი აქვს.მათ უნდათ, რომ საქართველო გახდეს ცენტრი ევროკავშირის გარეთ ფრენისაც.

ტექნიკურად ჩვენ დავიწყეთ მზადება მათი პირობების დასაკმაყოფილებლად, როგორც ქუთაისის ასევე მესტიის აეროპორტში.

 ერთიან საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით სირთულეები გვაქვს. სამწუხაროდ, შეიძლება ევროკავშირმა ჩაგვსვას შავ სიაში ავიაციის ლიბერალური რეგისტრაციის გამო."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)