სიახლეები
28.08.2010
საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს 27 აგვისტოს ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილთა დაკრძალვისა და დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანის დაიღუპა, ხოლო შვიდი დაზარალებული თბილისის დამწვრობის ცენტრსა და ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.