სიახლეები
27.08.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადება ა.წ 26 აგვისტოს რუსული რადიოსადგურის "ეხო მოსკვის" ვებ-გვერდზე დაშვებული უზუსტობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სმსახური გაცნობებთ, რომ რუსული რადიოსადგურის "ეხო მოსკვის" ვებ-გვერგდზე ა.წ 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში დაშვებული იყო სერიოზული უზუსტობა. კერძოდ, გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები მოხსენიებულია შემდეგნაირად:
"უნდა გვესმოდეს, რომ რუსები -ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მთელი რუსი ხალხი. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც თვლიდა თავს იმპერიად, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი"
მოგვყავს საქართველოს პრეზიდენტის ზუსტი ციტატა:
"უნდა გვესმოდეს, რომ რუსები -ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მე მყავს მხედველობაში არა მთელი რუსი ხალხი, არამედ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც თვლიდა თავს იმპერიად, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი"
პრეზიდენტის პრეს-სამსახურს რადიო "ეხო მოსკვის" წარმომადგენელმა განუმარტა, რომ მასალის მომზადებისას დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც ამჟამად გასწორებულია.