Google+

სიახლეები

27.08.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  20 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებში. 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე  მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა.(აშშ-ა დროით 15.00) 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ასამბლეის მსვლელობისას გაეროს გენერალური მდივნის სახელით სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურებისათვის გაიმართება ლანჩი,  ასევე  აშშ-ს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებისთვის  სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელზეც  მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

შტატებში ვიზიტისას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის, ლათინური, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)