Google+

სიახლეები

19.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდნეტი დღეს იმერეთს სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილმა  ქუთაისში განხორციელებული თუ ამჟამად მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. პირველი ობიექტი სადაც პრეზიდენტი მივიდა, მაკდონალდსი იყო. პრეზიდენტთან ერთად მაკდონალდსის სტუმრები მზრუნველობამოკლებული ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პროდუქტი "ბიგმაკი" საზეიმო ვითარებაში დააგემოვნეს. ახლადგახსნილი "მაკდონადსის" 110-ვე თანამშრომელი ქუთაისელია. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქუთაისში მაკდონალდსის გახსნა იმას მიანიშნებს, რომ რეგიონით მსხვილი ბიზნესი ინტერესდება.   

"ამ ქალაქში ძალიან ამაყი ხალხი ცხოვრობს. როდესაც აქ  პოლული გაიხსნა, იმის მიუხედავად, რომ ხალხს ნამდვილად არ ულხინს, ყველა იქ დადიოდა. ახლა ყველა მაკდონადს ესტუმრება. ყველაზე დიდი გაჭირვება საქართველოს დიდ ქალაქებს შორის არის ქუთაისში, მაგრამ ხალხი ისრაფვის იმისკენ, რომ მაღალი სტანდარტებით იცხოვროს ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.   

პრეზიდენტმა მოიწონა, რომ დასაქმებულები ძირითადად ახალგარდები არიან. მისი თქმით: "ევროპაში ყველა სტუდენტსის პირველი სამსახური არის მაგდონალდსი". მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ აქ ახალგაზრდები ისწავლიან შრომას და ფულის დამოუკიდებლად გამომუშვებას.  

შემდეგი ობიექტი, რომელიც პრეზიდენტმა დათვალიერა პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა იყო. როგორც მან განაცხადა შენობა 2012 წლისთვის გაიხსნება.

"ეს არის ქვეყნის მთავრი მშენებლობა. ერთი მხრივ, ეს არის შენობა, თუმცა შენობაზე  ბევრად მეტია. ეს არის საქართველოს ახალი პოლიტიკური გეოგრაფიის მშენებლობა. იმისთვის, რომ თბილისი და მთელი საქართველო განვითარდეს, თბილისი არ უნდა იყოს თავკომბალა. ის, რომ აქ იქნება საკანონმდებლო ორგანო და დეპუტატები იქნებიან მთელი საქართველოდან; ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ბათუმში; ის, რომ თბილისში იქნება მთავრობა და პრეზიდენტი ნიშნავს იმას, რომ მთელ საქართველოს მოვიცავთ. აქ აშენდება გზები, დასახმდება ხალხი, ეკონომიკა გადანაწილდება მთელ საქართველოზე. ძალზე მნიშვნელოვან პლაცდარმს ვიღებთ შავი ზღვის, უწინარესად კი, აფხაზეთის მიმართულებით. ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ძალთა ბალანსი, რომელიც, რეალურად, იზოლაციაში ტოვებდა საქართველოს რეგიონებს, ამ პროექტით მთლიანად ამოტრიალება. პოლიტიკურ და საკონსტიტუციო რეფორმასთან ერთად, ჩვენ ვიღებთ ბევრად უფრო დეცენტრალიზებულ, მაგრამ ბევრად უფრო გაძლიერებულ საქართველოს.  ამ შემთხვევაში რამდენიმე ადგილზე განაწილდება ცენტრალური ხელისუფლება. ეს გამორიცხავს ფეოდალური მენტალიტეტის როდესმე აღორძინებას საქართველოში, თუმცა ის დღესაც არსებობს სეპარატისტულ რეგიონებში. მეორე მხრივ, ეს რეგიონის განვითარების და ხალხის დასაქმების საშაუალებას მოგვცემს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესითაც დაინტერესდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და მისი კონტროლით ხორციელდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს კიდევ ერთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ოპერის შენობა შეემატება. ვენის ოპერის მსგავსი შენობა 23 ნოემბერს გაიხსნება.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)