Google+

სიახლეები

14.07.2010
საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ესტუმრა

ბერნარ კუშნერი საქართველოში საფნაგეთის ეროვნულ დღესასწაულზე, 14 ივლისს ჩამოვიდა და ბასტილიის აღების დღე, თბილისში საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრაზე აღნიშნა. საფრანგეთის პირველ დიპლომატს თბილი დახვედრა არაფორმალურ გარემოში მოუწყვეს. პრეზიდენტის სასახლეში მას საფრანგეთის დროშის ფერებში მორთული ტორტი დაახვედრეს. არაფორმალური ვახშამი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. 

ოფიციალური მოლაპარაკებები ხვალ დაიწყება.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდება და ევროპის სახლს ესტუმრება, სადაც დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. იგი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ახალ შენობას მოინახულებს და თბილისის ფრანგულ სკოლასაც დაათვალიერებს.

საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი და ბერნარ კუშნერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)