Google+

სიახლეები

17.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეხვდა.  პრეზიდენტი მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების შესახებ ესაუბრა. თავის მხრივ, სტუდენტებმა მიხეილ სააკაშვილს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე დაუსვეს შეკითხვები.

„საქართველოს უპირატესობა დღეს არის განათლებული და მაღალპროფესიული კადრები. თუ ჩვენს ქვეყანას ეყოლება განათლებული ხალხი, რომელსაც სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა ექნება, ჩვენი რეფორმების შეუქცევადობის უზრუნველყოფა და ბიზნესგარემოს სანდოობის თვალსაზრისით, პირველ ათეულში საქართველოს დამკვიდრება გარანტირებული იქნება. როდესაც ვლაპარაკობ სინგაპურზე სწორედ ამას ვგულისხმობ. სინგაპური ტანზანიაზე უარესად ცხოვრობდა, მაგრამ აბსოლუტური სიღარიბიდან მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ადგილად იქცა. იმის გარდა, რომ მათ ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოახდინეს, მთავარი, რაც მათ გააკეთეს, იყო განათლების სფეროს გამოცხადება მთავარ პრიორიტეტად. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ვერაფერს ვერ მივაღწევთ. განათლებულობა მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

საზაფხულო სკოლაში „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებები" საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 30-მდე სტუდენტი სწავლობდა.  სწავლა ორი კვირა გრძელდებოდა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)