სიახლეები
17.04.2010
საქართველოს პრეზიდენტსა და ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, როზა ოტუნბაევას, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მას ყველა საკითხში დახმარება აღუთქვა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური