Google+

სიახლეები

14.04.2010
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის საუბარი შედგა

თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის თაობაზე.

"პრეზიდენტი ობამა მიესალმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობას ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგულებას მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისადმი.

პრეზიდენტმა ობამამ მადლიერება გამოხატა საქართველოს განსაკუთრებული წვლილისათვის ავღანეთში. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიახილეს საერთო ვალდებულება ბირთვული მასალების უსაფრთხოებაზე მათი გავრცელების საფრთხის შესამცირებლად".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)