Google+

სიახლეები

23.03.2010
მიხეილ სააკაშვილმა ფილიპინებიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ფილიპინებიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები მიიღო.

"ძალიან სამწუხაროა, რომ სხვისი საქმის მძევლები იყავით და ვიღაცის დაუდევრობის გამო ასეთ მდგომარეობაში ჩავარდით, ალბათ ჩათვალეს, რომ პატრონი არ გყავდათ", - განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრაზე. მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა თუ რა პირობეში იმყოფებოდნენ მეზღვაურები უცხო ქვეყნის ციხეში და როგორ ექცეოდნენ მათ.

მეზღვაურებმა გულისტკივილი გამოთქვეს მათ კოლეგაზე, კიდევ ერთ ქართველ მეზღვაურზე გიორგი შავიშვილზე, რომელიც საქართველოში მათთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, პოლიციამ ის აეროპორტიდან უკან მიაბრუნა და ამჟამად ისევ პატიმრობაში მყოფი სასამართლო განხილვას ელოდება.

მიხეილ სააკაშვილმა პირობა მისცა მეზღვაურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი გათავისუფლებისთვის და "უსამართლოდ გაჭირვებაში ჩავარდნილს" არ მიატოვებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას, ჩვენი დიპლომატები ფილიპინებში იმყოფებიან და მის გათავისუფლებამდე იქ დარჩებიან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეზღვაურებმა საქართველოს პრეზიდენტს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)