Google+

სიახლეები

23.03.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც ამ დღეებში იყო აქტუალური და საინტერესო პრესის წარმომადგენლებისათვის.

პრესსპიკერი, უწინარეს ყოვლისა, შეეხო პრეზიდენტის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი. 12 -13 აპრილს ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი პირადად შეერთებულ შტატების პრეზიდენტის მიწვევით მიემგზავრება. ღონისძიებაში 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

სამიტის ფარგელბში დაგეგმილია რამდენიმე არაოფიციალური დონის შეხვედრა, რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს - შედგება თუ არა სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა - გამორიცხული არ არის ასეთივე არაოფიციალური შეეხვდრა ადგილზე მართლაც მოხდეს და ეს საკითხი, სწორედ სამიტის მსვლელობის დროს გაირკვეს.

კიდევ ერთი შეკითხვა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციაზე გარკვეული სახის შეზღუდვების მოხნას შეეხებოდა. პრესსპიკერის განმარტებით, რუსეთმა შესაძლოა ყაზახეთისა და ბელორუსიის გამო ეს შეზღუდვები მართლაც მოხსნას და, აქედან გამომდინარე, ქართული პროდუქცია მაინც დაბრუნდება რუსულ ბაზარზე იმის მიუხედავად მოხსნის თუ არა ემბარგოს.

"საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამბობდა, რომ ემბარგო ვერ შეძლებდა ქართულ ეკონომიკის ჩამოშლას, თუმცა საქართველო არასდროს აღარ უნდა იყოს ორინეტირებული და დამოკიდებული მხოლოდ ერთ, თუნდაც, რუსულ, განსაკუთრებით პოლიტიზირებულ ბაზარზე. აქვე უნდა ითქვას, რომ სტატისტიკური მონაცემებით, ქართული პროდუქციის ექსპორტის რაოდენობა 2010 წლის გასული ორი თვის მაჩვენებელით, შარშანდელი წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, თითქმის 50 პროცენტზე მეტია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ეს რეკორდული ზრდაა. საქართველო რამდენიმე ახალ საექსპორტო ბაზარზე გავიდა, ხელისუფლება სამომავლოდაც რამდენიმე მიმართულებით განაგძობს მუშობას და რომელიმე კონკრეტული, მით უფრო, პოლიტიზირებული ბაზარი არ უნდა გახდეს დომინანტი", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებთან ვალდებულებების გამო, იძულებული გახდება გარკვეული შეზღუდვები გააუქმოს (იგულისხმება რუსეთ-ყახაზეთ-ბელორუსიის საბაჟო კავშირი).

პრესსპიკერმა აქვე განმარტა, რომ ქართულ მხარეს არ შემოუღია შეზღუდვები და არ დაუწესებია არანაირი სახის ემბარგო. საბოლოოდ, საქართველომ ორინტაცია ახალ ბაზრებზე გააკეთა, რისი რეალური შედეგებიც უკვე ნათლად ჩანს. წელს პირველად პრაქტიკულად მოხდა მანდარინის მოსავლის სრული რეალიზება და ასევე სრულად იქნა ათვისებული და გაყიდული ყურძენი. ქართულმა ღვინომ მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ შეძლოა გასვლა ახალ ბაზარზე. ამავე დროს, თუკი საქართველოდან 2004 წლამდე - მთავარი საექსპორტო საქონელი იყო ჯართი , ბოლო წლებში სხვადასხვა სახის სამრეწველო პროდუქციას აწარამოებს და გააქვს ექსპორტზე.

შეკითხვა პრეზიდენტის ბოლო ინიციატივასთან დაკავშირებითაც გაჩნდა, რომელიც მან მარნეულში ბაირამობის დღესასწაულზე გააცნო ქვეყნის მოსახლეობას და რომელიც ბაირამობის დღესასწაულის საერთო ეროვნულ დღესასწაულად დაკანონებას შეეხება.

"საქართველო მდიდარია სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგნელთა თანაცხოვრების ტრადიციით. საუკუნებისაგ ნმავლობაში აქ გვერდი-გვერდ სრულიად განსხვავებული წარმომავლობის, ტრადიციის, რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მათ შორის, არიან აზერბაიჯანელები, რომლებიც უკვე დიდი ხანია საქართვლოს შემადგენელ ნაწილად იქცნენ, ხოლო მათი კულტურა და ტრადიციები ქართული კულტურის ნაწილად. არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანული დრესასწაულის მსგავსად, ასეთივე სახალხო დღესასწაულის სახე საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფების დღესასწაულებმაც მიიღოს" - განაცხადა პრესსპიკერმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)