Google+

სიახლეები

17.03.2010
მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში ძლიერი წვიმების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა

მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში ის ოჯახები მოინახულა, რომელთა სახლებიც ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა.

საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შექმნილი ვითარებით დაინტერესდა.

მიხეილ სააკაშვილმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს აღდგენითი სამუშაოების სწრაფად და ხარისხიანად განხორციელება დაავალა.

"ეს სახლები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ავაშენეთ, ამიტომ ბევრი რამის გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროისთვის. აღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ და ხარისხიანად გავაკეთოთ, რომ განმეორებითი სტიქიის შემდეგ იგივე არ მოხდეს",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი წეროვანში ახლად გახსნილ საბავშვო ბაღსაც ეწვია. როგორც მან აღნიშნა, ყოველ მისვლაზე წეროვანში ახალი ობიექტები ხვდება. მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წეროვანში შემდეგი ჩასვლისთვისაც ახალი საწარმოები იქნება გახსნილი.

"როცა საქართველოში ოკუპანტები შემოვიდნენ, ეს ადამიანები უსახლკაროდ დარჩნენ. აქეთ დარჩენილი ოსები სახლებში ცხოვრობენ; ვინც იქით დარჩა - კარვებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს აქვთ ნავთობი და დიდი ფული. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცხოვრობს სახელმწიფო კორუფციის გარეშე",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)