სიახლეები
21.04.2005
22 აპრილიდან საქართველოში პრეზიდენტ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ფორმები გაიცემა
გაცნობებთ, რომ 2005 წლის 22 აპრილიდან საქართველოში პრეზიდენტ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს აკრედიტაციის ფორმის შევსების შესაძლებლობა ექნებათ.
აკრედიტაციის ფორმის ჩაბარების ბოლო ვადაა 2005 წლის 2 მაისი, 22:00 თბილისის დროით.
აკრედიტაციები თბილისში 8, 9, 10 მაისს, საქართველოს მედია-ცენტრში გაიცემა, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში რუსთაველის გამზირზე #6 მდებარეობს.
შევსებული აკრედიტაციის ფორმები გადმოაგზავნეთ საქართველოში პრეზიდენტ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით შექმნილ ვებ-გვერდზე, რომლის მისამართია www.georgiawelcomesusa.com მისი მოძიების საშუალება ჟურნალისტებს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.president.gov.ge ექნებათ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური