სიახლეები
24.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის აეროპორტის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის პრეზენტაციასა და მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი წლის 26 მაისს თბილისს ევროსტანდარტების შესაბამისი აეროპორტი უკვე რეალურად ექნება, რადგან ტენდერში გამარჯვებული კომპანია მშენებლობის დასრულებას სწორედ ამ პერიოდისათვის გეგმავს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ტენდერი სამართლიანად გაიმართა და მასში იმ კონსორციუმმა გაიმარჯვა, რომელმაც უკეთესი პირობები და წინადადებები წამოაყენა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური