Google+

სიახლეები

25.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ცერემონიას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრეზიდენტებთან ერთად, სანგაჩალის ნავთობტერმინალზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ნავთობსადენის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ პროექტის წევრი ქვეყნების როლი რეგიონში საგრძნობლად გაიზრდება. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ენერგორესურსების ტრანსპორტირების გარდა, ნავთობსადენს სხვა დატვირთვაც ექნება. მისი თქმით, ის კიდევ უფრო დააკავშირებს პროექტში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობას და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ეს ნავთობპროექტი ძალზე მომგებიანია და საერთაშორისო თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. "ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ უპრეცენდენტო პროექტში ტრანზიტული ქვეყნის როლი გვაკისრია", - განაცხადა მან.

დღესვე ოთხივე ქვეყნის პრეზიდენტმა "აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის" ფარგლებში პოლიტიკურ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადებნის გახსნას ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანი სემუელ ბოდმანი ესწრებოდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)