Google+

სიახლეები

03.06.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს მიხეილ ფრადკოვს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს მიხეილ ფრადკოვს შეხვდა. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთისთვის გახსნილია და მასთან თანამშრომლობა ყველა სფეროში სურს. მისი თქმით, რუსული ინვესტიციები თანდათანობით იკიდებს ფეხს ქართულ ეკონომიკაში და თითოეული ინვესტორი და მათი ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში საიმედოდ იქნება დაცული.

"თითოეული მათგანი იგრძნობს, რომ საქართველო ისეთივე თბილი, გახსნილი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, როგორიც ახსოვთ. ასევე, გვსურს, რომ რუსეთის ახალგაზრდობა საქართველოში ჩამოვიდეს, ჩვენს ახალგაზრდებთან იმეგობრონ, რათა არსებული კავშირები მომავალ თაობებს შორისაც შენარჩუნდეს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ერთიანი, ადამიანური რუსულ-ქართული სივრცე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთს პრობლემებს არასოდეს შეუქმნის, მზადაა ყველა საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლოს და უბრალოდ, იმეგობროს მასთან.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიხეილ ფრადკოვთან საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა და იმედი გამოთქვა, რომ ამიერიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყება. მისი თქმით, ურთიერთობა მას შემდეგ გამარტივდა, რაც სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი გადაწყდა, რადგან მიაჩნია, რომ ორ მეზობელ ქვეყანას ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გარდა, არაფერი ყოფს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)