სიახლეები
26.07.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული პოლიციელის ოჯახი მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშლიჯვრის სპეცოპერაციის დროს დაღუპული პოლიციელის ზურაბ ქვლივიძის ოჯახს სამძიმარი პირადად გამოუცხადა და ვახტანგ გორგასლის ორდენი გადასცა.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განყოფილების სამსახურის უფროსის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში ახალ ბინასაც დაპირდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ღირსეულ ადამიანებს სახელმწიფო არასოდეს დაივიწყებს".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური