სიახლეები
26.09.2005
მიხეილ სააკაშვილმა სომხურ-რუსული სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლად აშენებულ სომხურ-რუსულ სკოლებს ეწვია და სასწავლო წლის პირველი დღე სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიულოცა.
"ჩვენ ქალაქის ყოფილ პრემიერთან ბიძინა ბრეგაძესთან ერთად ამ სკოლის მშენებლობა პირველ მარტს დავიწყეთ და დაპირებისამებრ 1 სექტემბერს ჩაგაბარეთ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური