სიახლეები
14.10.2005
ქათმის გრიპის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით მთავრობის წევრების საგანგებო შეხვედრა გაიმართა
დღეს სახელმწიფო კანცელარიაში ქათმის გრიპის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით მთავრობის წევრების საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლებამ ხორცის იმპორტი თურქეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და რუსეთიდან უკვე აკრძალა. ასევე დაგეგმილია სპეციალური სადეზინფექციო ეკიპირების შეძენა. "ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს იმისათვის, რომ საქართველოში ქათმის გრიპი არ გავრცელდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური