სიახლეები
14.11.2005
მიხეილ სააკაშვილი 87-ე სკოლას ესტუმრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლების მინისტრთან ერთად ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე 87-ე სკოლას ესტუმრა. პრეზიდენტმა სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საკლასო ოთახები და კომპიუტერული აღჭურვილობა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილით თქმით, მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში საქართველოს მაშტაბით ყველა სკოლა გარემონტდება. პედაგოგებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელფასების გაზრდის შესახებ დაპირება შესრულებულია. „საქართველოში არცერთ პედაგოგს არ ექნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები, ჩვენ ამით ვამაყობთ, ამით რევოლუციის დანაპირები შესრულებულია". მიხეილ სააკაშვილის თქმით, სკოლებში შემცირებები აღარ იქნება, პირიქით გაიზრდება სასწავლო საათები და ახალი ვაკანსიები დაემატება. საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესმენებს სკოლების აღმშენებლობაში აქტიურად ჩაბმისაკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური