Google+

სიახლეები

18.11.2005
საქართველოს პრეზიდენტი ფოთს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვია. იგი ფოთში თავისუფლების ხეივნის პრეზენტაციას დაესწრო და შეკრებილ მოსახლეობას "ფაზისობის" დღესასწაული მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ახალი ტერმინალის გახსნის საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც ფოთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით აშენდა. მიხეილ სააკაშვილი ტერმინალში თურქ ინვესტორებს შეხვდა, ამ ქვეყანასთან მომავალ ურთიერთოებებზე ისაუბრა და აქცენტი თურქეთთან უვიზო მიმოსვლაზე გააკეთა. "ასეთი სახის ინვესტიციები სულ უფრო გახშირდა, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა საქართველო ბიზნესისათვის მიმზიდველ ქვეყნად ვაქციოთ"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა წისქვილკომბინატი და საპატრულო პოლიციის შენობა დაათვალიერა. დღის ბოლოს იგი ფოთის საპატრიარქოს რეზიდენციაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა, რომელსაც ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის შენობის გასაღები ოფიციალურად გადასცა. „ფოთელების სახელით, იმას, რაც წლების განმავლობაში მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნოდა, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი მას ოფიციალურად ვუბრუნებ"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის თეატრის ახალ შენობას საძირკველი ჩაუყარა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)