Google+

სიახლეები

23.11.2005
თავისუფლების მოედანზე ოთხი ქვეყნის პრეზიდენტმა თავისუფლების მონუმენტს საფუძველი ჩაუყარა

დღეს თავისუფლების მოედანზე ოთხი ქვეყნის პრეზიდენტმა თავისუფლების მონუმენტს საფუძველი ჩაუყარა. წმინდა გიორგის მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა თბილისს აჩუქა, 26 მაისს გაიხსნება.

თავისუფლების მემორანდუმი სპეციალურ კაფსულაში ჩაიდო და მონუმენტის საძირკველში განთავსდა. საქართველოს, რუმინეთის, უკრაინისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად, მემორანდუმს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და ადამიანის უფლებების დამცველმა ანატოლი შარანსკიმ მოაწერა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რევოლციის ბოლო დღეს გაიხსენა და განაცხადა:

მოგესალმებით ყველას!

დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ სამი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის პრეზიდენტს, ჩვენს მეგობრებს.

საქართველოსათვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

აქ ამ მოედანზე რევოლუციის ბოლო დღეს მოვიდა ხალხი, მოხდა ისე, რომ ჩვენ წავედით კანცელარიისაკენ, ხელისუფლებამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, თუმცა პოლიციამ ბოლო მომენტში წინააღმდეგობა აღარ გაგვიწია.

მე გუშინ ფრანგულ ფილმში ვნახე 23 ნოემბრის ქრონომეტრაში.

ჩვენ შევიკრიბეთ ნაციონალური მოძრაობის ოფისში, მივიღეთ გადაწვეტიება წავსულიყავთით პარლამენტში, რათა არ მიგვეცა პრეზიდენტისათვის სესიის დაწყების უფლება. მისთვის არ მიგვეცა კანონდარღვევით არჩეული პარლამენტის დამტკიცების უფლება.

ჩვენ არ მოველოდით რომ იქ დროზე მისვლას მივასწრებდით, ამ ფილმში ეს კარგად არის ნაჩვენები, ჩვენ პარომნტში გამოვჩნდით ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი პარლამენტის სესიის გახსანას ცდილობდა. ეს იყო საოცრება, რომელიც გიორგობის დღესასწაულზე ორი წლის წინ მოხდა.

ჩვენ გიორგობის დღესასწაულს წელიწადში ავღნიშნავთ ორჯერ, 7 თვის შემდეგ იგივე განმეორდა ბათუმში, 6 მაისს ყველა მოელოდა ძალადობას, ვინაიდან იქ დიქტატორი მზად იყო გამოეყენებინა ძალა, ხალხმა იგი გააძევა და ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ამ რეგიონის დაბრუნება.

დღეს ჩვენ აქ ვხსნით არა წმინდანის ძეგლს, არამედ ეს არის თავისუფლების, გამარჯვების ძეგლი.

ქართულ ტრადიციაში ეს არის „ძლევაი საკვირველი" გამარჯვების სიმბოლო, რომელიც აქ სამ თვეში დაიდგმება. ეს არის სიმბოლო სიკეთის გამარჯვებისა ბოროტებაზე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)